Belive

ზურიკო დავითაშვილის შეფასება მონპელიეს წინააღმდეგ

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენმა" "მონპელიე" 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი ბენჟამინ ბუშუარიმ 47-ე წუთზე გაიტანა.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 87-ე წუთზე შეიცვალა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.5 შეფასება დაუწერა. ზურიკო ბურთს 23-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 15 ზუსტად შეასრულა (88%), მან კარში 2-ჯერ დაარტყა.

Whoscored-მა ზურიკო დავითაშვილი 6.4-ით შეაფასა.

"სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 13 ქულით მე-13 ადგილზეა (4 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ნოემბერს, 20:00 საათზე "რენის" წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები