Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ყველაფერი კარგადაა, ვეცდებით კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის მერვე ტურში, "ლანსთან" შეხვედრამდე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, არაერთი საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.

"ზაფხულში, როცა "სენტ-ეტიენიდან" დამიკავშირდნენ, გამახსენდა ის გარემო, რომელიც აქ "ბორდოს" შემადგენლობაში თამაშის დროს მინახავს. ასევე, ვესაუბრე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

წინა ტურში შესრულებული ჰეთ-თრიქი ძალიან ემოციური გამოდგა და ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში დარჩება. სეზონს კარგად ვიწყებთ, მაგრამ, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ.

საშინაო კედლებში, ძალიან კარგ გუნდთან, "ლანსთან" მატჩი გველოდება. სახლში თამაში მოცემულობას კიდევ უფრო მეტად ცვლის.

პირადად მე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, საქართველოს ნაკრებთან ერთად თამაშის დროს, კუნთების მცირე დაღლა ვიგრძენი, მაგრამ ამ მატჩისთვის მზად ვარ", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

ახალ სეზონში, ზურიკო დავითაშვილის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, რა მაჩვენებლითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

სხვა სტატიები