Belive

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც "სენტ-ეტიენმა" "ოსერი" 3:1 საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი რა თქმა უნდა მატჩში საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

სრულად გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ლუკას შევალიე ("ლილი")

მცველები: ჯონათან კლაუსი ("ნიცა"), ბრენდან შარდონე ("ბრესტი"), ტილო კერერი ("მონაკო"), ნიკოლას ტალიაფიკო ("ლიონი")

ნახევარმცველები და შემტევები:: მარშალ მუნეცი ("რეიმსი"), ტანგი ნდომბელე ("ნიცა"), ზურიკო დავითაშვილი ("სენტ ეტიენი"), ელის ბენ სეგირი ("მონაკო"), კეიტო ნაკამურა ("რეიმსი")

თავდამსხმელი: ფოლარინ ბალოგუნი ("მონაკო")

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, "სენტ ეტიენმა" მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო, საიდანაც 5-ში ზურიკო დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს, 19 ოქტომბერს "ლენსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები