"ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის დონეს შეესაბამება" - სენტ-ეტიენის მწვრთნელი
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ მისი ახალი გუნდის, "სენტ-ეტიენის" მთავარი მწვრთნელი, ოლივიე დალოლიო საუბრობს.
"ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ში გარკვეული სიახლეები ელოდება, რადგან ლიგა 2-სა და ლიგა 1-ს შორის დონე განსხვავებულია. მას სიახლეებთან შეგუება დასჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 23 წლისაა, უკვე აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომ ლიგა 1-ში წარმატების მიღწევა შეძლოს. ჩემი აზრით, ის ლიგა 1-ის დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელია", - ამბობს "მწვანეების" მთავარი მწვრთნელი.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2024 წლის ზაფხულში, "ბორდოდან" გადავიდა და ამხანაგურ შეხვედრებში თავის გამოჩენა გოლებითა და საგოლე პასებით შეძლო. ჩემპიონატის საწყის ტურში "სენტ-ეტიენი" 17 აგვისტოს, "მონაკოსთან" სტუმრად ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.