ზურიკო დავითაშვილი: "დანებებას არ ვაპირებთ, უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ"
5 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის 22-ე ტურში, "მარსელთან" დიდი ანგარიშით წაგების (1:5) შემდეგ, "სენტ-ეტიენის" სათამაშო ფორმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გუნდში ვითარება მალე გამოსწორდება.
"რთული მატჩი გამოდგა. "მარსელთან" ამ სეზონში უკვე მესამედ ვითამაშეთ და ვიცით, რომ ხარისხიანი გუნდია. ყოველ ჯერზე ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს. ვეცადეთ, რომ მატჩში დავრჩენილიყავით, მაგრამ საწყისი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი გართულდა, შემდეგ კი უფრო მეტი ბურთი მივიღეთ.
ვფიქრობ, რომ "ანჟერთან" გასამართ და ამის შემდეგ შეხვედრებში უფრო უკეთესები ვიქნებით. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩს უნდა ვუყუროთ და ბევრი ვიმუშაოთ, რათა უფრო ძლიერები დავბრუნდეთ. ერთმანეთში საუბარი მოგვიწევს და საკუთარ თავზე მუშაობა, დანებებას არ ვაპირებთ", - ამბობს 24 წლის ქართველი ფეხბურთელი.
"სენტ-ეტიენი" 22 ტურის შემდეგ დაგროვებული 18 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და "ნანტს" 3 ქულით ჩამორჩება, შემდეგ შეხვედრას კი გუნდი 22 თებერვალს, "ანჟერთან" საშინაო კედლებში ჩაატარებს, თამაში 22:00 საათზე დაიწყება.