Belive

ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვ.ც.-მ იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ სროლის შედეგად, ოთხი პირი: ვ.ც., ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: formulanews.ge

სხვა სტატიები