Belive

ზურაბ ჟვანია ძირითადში ზედიზედ მეორედ მოხვდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ხვალ, 28 სექტემბერს, ავივა პრემიერშიპის მე-5 ტური აიღებს სტარტს. მე-5 ტურს "ნიუკასლ ფალკონსი" და ზურაბ ჟვანიას "ვოსპსი" გახსნიან. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ Wasps-ის ძირითად შემადგენლობაში, ზედიზედ მეორედ მოხვდა “ბორჯღალოსანი” ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანიამ წინა ტურშიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი ძალიან კარგი თამაშით დაგვამახსოვრა. იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

სხვა სტატიები