Belive

საქართველო - ლუქსემბურგის მატჩის მსაჯი ცნობილია

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს ნაკრებსა და ლუქსემბურგს შორის, არბიტრთა გუნდი ცნობილი გახდა.

უეფას ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ესპანელი, ლა ლიგის მატჩებზე რეგულარულად მომუშავე არბიტრი, ხოსე მარია სანჩესი და მისი გუნდი იმუშავებს. მას ასისტენტობას რაულ კაბანიერო და ინიგო პრიეტო გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი, ასევე ძალიან გამოცდილი ხესუს ხილ მანსანო იქნება.

რაც შეეხება ვიდეო რეფერის ოთახში მომუშავე პროფესიონალებს, აქაც ლა ლიგის გამოცდილი მსაჯები, ხავიერ მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი იმუშავებენ.

ხოსე მარია სანჩეს მარტინესს ქართულ ფეხბურთთან უშუალო შეხება აქამდე არ ჰქონია, თუმცა გიორგი მამარდაშვილის მონაწილეობით "ვალენსიას" 8 მატჩზე უმუშავია.

რაც შეეხება ლუქსემბურგს, მათი ნაკრების მატჩი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის J ჯგუფის მერვე ტურში, სლოვაკეთთან (0:1) სწორედ ამ არბიტრმა განსაჯა. იქ ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელებმა ოთხი ყვითელი ბარათი მიიღეს.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები