Belive

ლიეტუვის ნაკრების მწვრთნელი: "ძალინ ძლიერ გუნდს ვხვდებით და მხარდაჭერა გვჭირდება"

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიეტუვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედგარას იანკაუსკასი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს.

"კვირას ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდის პირისპირ ვითამაშებთ. მინდა, რომ გულშემატკივრები სტადიონზე მოვიდნენ და ჩვენს გუნდს და ფეხბურთელებს მხარი დაუჭირონ.

რაც არ უნდა ცნობილ და დიდ მეტოქეს ვხვდებოდეთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია", - ამბობს ედგარას იანკაუსკასი.

საქართველოს ნაკრები ლიეტუვას 29 მარტს, სტუმრად უნდა შეხვდეს. მატჩი კაუნასში უნდა შედგეს და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები