Belive

"ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გუნდს შეიცვლის" - საბერძნეთში გუგეშაშვილზე საუბრობენ

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ, ახალი მთავარი მწვრთნელის, ალესიო ლიშის გეგმებში ლუკა გუგეშაშვილი არ შედის.

"პაოკში მხოლოდ ახალწვეულებზე არ ფიქრობენ, არამედ იმ მოთამაშეებზეც, რომლებიც გუნდს დატოვებენ. სალონიკური წყაროების ცნობით, ალესიო ლიშიმ ლუკა გუგეშაშვილის გაშვების რეკომენდაცია გასცა, რადგან მიაჩნია, რომ მეკარის პოზიციაზე საკმარისი რესურსია.

იტალიელი მწვრთნელის მთავარი არჩევანი პავლენკა და ჩიფცისი არიან, ხოლო მეკარეების სამეულს პერსპექტიული ახალგაზრდა (მაგალითად, ბალომენოსი ან მონასტირლისი) შეავსებს.

ლიში ახალ სეზონში გუგეშაშვილს არ ითვალისწინებს, ზუსტად ისე, როგორც ეს რაზვან ლუჩესკუს დროს ხდებოდა. შესაბამისად, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქართველი მეკარე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს", - წერს sportdog.

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას დინამო თბილისის აკადემიაში იწყებდა. 27 წლის ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში გორის დილაში, პოლონურ იაგელონიასა და პოდლასიეში, ესპანურ გრანადაში, აზერბაიჯანულ ყარაბაღსა და ბერძნულ პანსერაიკოსში თამაშობდა. გასული სეზონის წინ, პაფოსმა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა.

სხვა სტატიები