Belive

ყაზახი მწვრთნელი: "აქტობეს ქუთაისის ტორპედოს ბარიერის გავლა შეუძლია"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, რომელშიც ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" უმასპინძლებს, ყაზახმა მწვრთნელმა, ალმას ხუშინბაევმა კომენტარი გააკეთა.

"როცა "ჟეტისუს" მწვრთნელი ვიყავი, თურქეთში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე "ტორპედოსთან" უგოლო ფრე ვითამაშეთ.

გუნდი საკმაოდ კარგ დონეზეა მომზადებული, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, "აქტობეს" გასვლა შეუძლია. მთავარია, ქუთაისში არ წააგონ, სახლში კი მეტოქე უნდა დაამარცხონ.

ყველა ყაზახურ გუნდს შორის, შემდეგ ეტაპზე გასვლის საუკეთესო შანსი სწორედ "აქტობეს" აქვს". - თქვა ამჟამად უკლუბოდ მყოფმა, 47 წლის სპეციალისტმა Sports.kz-თან საუბრისას.

ალმას ხუშინბაევი "ჟეტისუს" თავკაცის რანგში 2 ქართველი ფეხბურთელის, მათე ცინცაძის და რატი არდაზიშვილის მწვრთნელი გახლდათ, იქამდე კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, როცა ამ პოზიციას ომარ თეთრაძე იკავებდა.

ქუთაისის "ტორპედოს" და "აქტობეს" მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები