ყაზახების რევანში | საქართველოს U19 ნაკრებმა მარტის შეკრება დაასრულა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მარტის შეკრება დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი 2026 წლის მეორე ამხანაგურ მატჩშიც ყაზახ თანატოლებს შეხვდა და 0:2 წააგო.
მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთთან ორივე ტაიმში თითო-თითო გოლი გაუშვა.
საწის მატჩში ჩვენმა გუნდმა ყაზახეთს 6:2 აჯობა, მეორე შეხვედრაში კი მეტოქემ ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ივნისში მიიღებს მონაწილეობას. განახლებული ფორმატით გასამართი შესარჩევი ეტაპის საწყის რაუნდში ჩვენი გუნდი საშინაო კედლებში მონტენეგროსა (3 ივნისი) და ისლანდიის (9 ივნისი) ნაკრებეს უნდა შეხვდეს.