"ვცდილობთ, თამაში მალე შეძლოს" - ლევანტეს მწვრთნელმა ქოჩორაშვილის ტრავმაზე ისაუბრა
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურში, ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ თქვა, რომ მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ტრავმა აქვს.
"საქმე ტერფის ტრავმასთან გვაქვს, რომელიც მას აქამდეც აწუხებდა, რამდენიმე მატჩი ასე ითამაშა, უახლოეს დღეებში კი კოჭლობდა.
ქოჩოსთან ერთად ბაზაზე ვიმყოფებით და ვცდილობთ მისი ტრავმის მოშუშება მაქსიმალურად დავაჩქაროთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მასაც თამაში ძალიან სურს, მაგრამ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული", - ამბობს "ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. უახლესი ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ლისაბონის "სპორტინგს" სურს.