ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ფეხბურთელია
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს.
ქართულ და იტალიურ მედიაში გასული პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი გუნდის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა უდინეურ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
საბა გოგლიჩიძემ ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საბა გოგლიჩიძე ემპოლიში ქუთაისის ტორპედოდან 2024 წლის იანვარში გადაბარგდა და 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.