Belive

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უძლიერესი რუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, უძლიერესი რუსი, 2 გზის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - აჰმედ ჩაკაევი 8:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 28 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ - ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდება. ბრძოლა ხვალ, თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები