Belive

ვინჩენცო მონტელა: "კარგი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ, გვინდა თურქეთმა ჩვენით იამაყოს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქის, თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ მოახლოებული ტურნირის შესახებ ისაუბრა.

"ისტორიაში პირველად, ჩვენ საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავედით და ვაჩვენეთ ხარისხი. რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მოლოდინი ახლა დიდია. ჩვენი მიზანია ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და კარგი შედეგი მივიღოთ. მინდა ევროპის ჩემპიონატზე მთელმა თურქეთმა იამაყოს", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები თურქეთს 18 ივნისს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები