Belive

ვინ იქნება აიაქსის ახალი მთავარი მწვრთნელი?

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ამსტერდამის "აიაქსმა" მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი, არსებობის ისტორიაში, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასაწყისის შემდეგ გაათავისუფლა.

ნიდერლანდურ და ევროპულ მედიაში აქტიურად განიხილავენ იმ კანდიდატებს, რომლებმაც შესაძლოა, ვაკანტური პოზიცია დაიკავონ.

ირკვევა, რომ უმეტესწილად, ორი კანდიდატი ყველაზე აქტიურად განიხილება - ნიდერლანდელები: ლონდონის "არსენალში" მიკელ არტეტას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბერტ სტუივენბერგი და "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი და 26-წლიანი სამწვრთნელო კარიერის მქონე იონ ვან'ტ შიპი.

ვან'ტ შიპმა, რომელმაც ბოლოს საბერძნეთის ნაკრებში იმუშავა და ელინები მოედანზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგაც გაიყვანა, მრავალი წლის განმავლობაში, "აიაქსის" მთავარი მწვრთნელების ასისტენტად იმუშავა.

ამჟამად, ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან გუნდს ერედივიზიონში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს დაგროვებული და მისთვის ასე უჩვეულო, ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს გიორგი მიქაუტაძის გუნდი 26 ოქტომბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ბრაიტონის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები