Belive

"სპორტინგი ზაფხულამდე ქოჩორაშვილის ტრანსფერის დაჯავშნას გეგმავს" - ქართველი პორტუგალიურ გრანდს დაუკავშირეს

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ბრწყინვალე სეზონი აქვს.

დაცვასა და შეტევაში თანაბარი წარმატებით მოტანილი სარგებელის შემდეგ 25 წლის ქართველის მიმართ ინტერესს ესპანური და პორტუგალიური გუნდები გამოხატავენ. რამდენიმე კვირის წინ, ევროპულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიური გრანდების დიდი სამეულის წარმომადგენელი, ლისაბონის "სპორტინგი" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება.

ტრანსფერი 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ შედგა, მაგრამ როგორც პორტუგალიური record წერს, ქართველ ფეხბურთელს "ლომები" ზაფხულში დაიმატებენ. ცნობებში ნათქვამია, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "სპორტინგი" აღიარებს, ასევე საწყისი მოლაპარაკებების არსებობას და იმას, რომ გუნდი ცდილობს, თანხებსა და ყველა დეტალზე შეთანხმებას მალევე მიაღწიოს და ქოჩორაშვილის ტრანსფერი ზაფხულის მოსვლამდე დაჯავშნილი ჰქონდეს.

გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები