Belive

ვილი სანიოლი: "ამ წარმატების დიდი მონაწილე ვლადიმირ ვაისია"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საგზურის მოპოვების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში, სხვადასხვა თემის შესახებ, საინტერესოდ ისაუბრა.

47 წლის სპეციალისტმა ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ წარმატებაში ვლადიმირ ვაისის ფუნდამენტურ როლს გაუსვა ხაზი და ამ გამარჯვებამდე მისასვლელი გზის დეტალებზე გააკეთა აქცენტი.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს. ეს მისი წარმატებაც არის. მან ბევრი იმუშავა გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირებაზე. ფეხბურთში არაფერი შენდება ერთ დღეში და არც ნახევარ წელიწადში. ეს ხანგრძლივი სამუშაოა და ვლადიმირ ვაისი ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი მონაწილეა.

ძალიან ვამაყობ და მიხარია, საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიაში ყოფნა. მე მიყვარს გერმანია, ბევრი წარმატებული წელი მაქვს აქ გატარებული. მიყვარს აქაური ხალხი და დიდი სიხარულითა და სიამაყით ველოდები ამ ჩემპიონატს.

ეს წარმატება იმისი შედეგია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული 10 წლის განმავლობაში გააკეთა. ფეხბურთის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ევროზე ვართ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას 18 ივნისს, თურქეთთან, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გასამართი მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები