Belive

VI საშეჯიბრო დღე | სულამანიძის იმედად სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე - პრევიუ

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დღეს, 31 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მეხუთე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ლაშა ბექაურია, რომელმაც ზედიზედ მეორედ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა და ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა.

მეექვსე საშეჯიბრო დღეს კი, დიდებულ განწყობაზე ვხვდებით. 31 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 100 კგ, ხოლო ქალებში 78 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.

შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ, ოლიმპიური დებიუტანტი - ილია სულამანიძე იჭიდავებს.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს - ილია სულამანიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ სულამანიძეს წილისყრაში არ გაუმართლა. ილია C ბადეშია განთესილი, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან, შესაბამისად 1/8-ფინალიდან დაიწყებს, სადაც ხორვატ - ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ - ჯენარო პირელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, მისი სავარაუდო მეტოქე, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი - ჟორჟ ფონსეკა იქნება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ილია სულამანიძეს ბადეში ჟორჟ ფონსეკას გარდა, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი - აარონ ვულფიც ჰყავს.

ილია სულამანიძის საშეჯიბრო ბადე

1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში, ილია სულამანიძის სავარაუდო მეტოქეები, კანადელი - შედი ელნაჰასი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნებიან.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები