Belive

ზაგრების გრან პრი 2026 | საქართველო 14 სპორტსმენით იასპარეზებს

17 საათის წინ სხვა
1 წთ

13-15 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, IJF-ს ოფიციალურ შეჯიბრს, ზაგრების გრან პრის უმასპინძლებს.

ზაგრებში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წარდგება და შანსი სრულად ახალგაზრდებს მიეცემათ.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ლუკა ქალიაშვილი, შოთა ბაჩოშვილი.

  • 66 კგ - მერაბ სამადაშვილი, საბა საბაშვილი.

  • 73 კგ - გიორგი გივიშვილი, გიგი გიუნაშვილი.

  • 81 კგ - საბა ჯახველაძე, გიორგი მუმლაძე.

  • 90 კგ - საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე.

  • 100 კგ - ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი.

  • +100 კგ - გიორგი ქარჩაიძე, შოთიკო გოჩიაშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შემადგენლობიდან უმეტესობა სულ 18-19-20 წლის ბიჭები არიან და IJF ტურში მათი დებიუტი შედგება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაგრების გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა: ვერცხლი - ლუკა მაისურაძემ, ბრინჯაოს მედალი კი - საბა ინანეიშვილმა მოიგო.

სხვა სტატიები