Belive

ვატო არველაძე დინამო თბილისში ითამაშებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე თავდამსხმელი, ვატო არველაძე, კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის ვაჟი 2022/23 წლების სეზონში ბაქოს "ნეფთჩიში" თამაშობდა და დედაქალაქურ კლუბთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო თასის ფინალში "გაბალსთან" დამარცხდა.

25 წლის ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში პოლონურ "კორონა კიელჩეში" და თურქულ "კარაგუმრუქში" თამაშობდა.

სხვა სტატიები