Belive

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების წარმატებული შედეგები მსოფლიო რეიტინგშიც აისახება: ჩვენი გუნდი FIFA-ს ნაკრებთა ცხრილში 4 პოზიციით დაწინაურდა და ახალ უკვე 66-ე პოზიციას იკავებს.

სექტემბრის სანაკრებო შეკრების დროს ორივე ჩატარებული მატჩის დამაჯერებლად მოგების (4:1 ჩეხეთთან და 1:0 ალბანეთთან) შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ ალბანეთის, განის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ნაკრებებს გადაასწრო. სექტემბერში, ჩვენს ნაკრებს 16.81 ქულა შეემატა.

საქართველოს ნაკრებს ასეთი მაღალი შედეგი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა გუნდი ფიფას რეიტინგში 65-ე პოზიციას იკავებდა. საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი ფიფას რეიტინგში 42-ე პოზიციაა, რომელზეც გუნდი 1998 წელს გახლდათ.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩები ოქტომბერში, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფის მესამე და მეოთხე ტურში, უკრაინასთან (11 ოქტომბერი, სტუმრად, პოზნანში) და ალბანეთთან (14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე) ელოდება.

სხვა სტატიები