Belive

"ვარსკვლავი, რომელიც არასდროს ჩაქრება" - დანდის კაპიტანი გიორგი ნემსაძეს იხსენებს

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ბარი სმიტი, რომელიც გიორგი ნემსაძესთან ერთად, დანდის შემადგენლობაში თამაშობდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანთან გატარებულ დროს იხსენებს.

"გიორგი იყო ტოპ-ტოპ დონის ადამიანი. მას ყველასთვის ჰქონდა დრო — მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი იყავი, პერსონალის წევრი თუ ოფისში მომუშავე. მისი ინგლისური არ იყო ბრწყინვალე, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა ეჩვენებინა, რა უნდოდა და გამოეხატა მადლიერება კლუბის თითოეული წევრის მიმართ. მან სრულად შეიყვარა დანდი და ქალაქის მხარდაჭერა.

იმ პერიოდში უცხოელი და შოტლანდიელი ფეხბურთელები სხვადასხვა გასახდელში იყვნენ, მაგრამ გიორგი და ზურა ხიზანიშვილი შოტლანდიელების გასახდელში გადმოვიდნენ. მას უდიდესი გავლენა ჰქონდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ უკვე ყველა ქართულად ვიგინებოდით, რადგან როცა ის ბრაზდებოდა, ერთ კონკრეტულ ფრაზას იყენებდა. ბიჭებს ეს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენათ და აჰყვნენ, ასე რომ, ორი კვირის თავზე მას უკვე ქართულად გინება უწევდა.

მას შეეძლო ბურთით დრიბლინგი, ხედავდა მოედანს, არ ეშინოდა ორთაბრძოლების. გიორგის ბოლო სეზონში მე და გავ რაე მის გვერდით ვთამაშობდით შუა ხაზში. ძირითადად, ჩემი საქმე იყო ბურთის მოპოვება და გიორგისთვის მიცემა, რაც ძალიან მიყვარდა: ვიცოდი, რომ ბურთი სანდო ხელში იყო. ის თამაშს მარტივად აჩვენებდა.

მას არ ეშინოდა რთული და რისკიანი ეპიზოდების, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებული იყო (მაგალითად, სელტიკის მცველის მოტყუება საჯარიმოში).

წარმოიდგინეთ დანდის შემადგენლობა იმ დროს: კანიჯა, ხუან სარა, ფაბიან კაბალერო, გიორგი ნემსაძე და ბოლოში მე, უბრალოდ "მშრომელი ედი", ვინც შოტლანდიელების ბირთვს და შავი სამუშაოს შემსრულებლებს მიეკუთვნებოდა. მაგრამ კანიჯასა და გიორგის ხარისხმა ეს გუნდი ფანტასტიკურ შემტევ ძალად აქცია.

ის დარჩება ფანტასტიკურ ფეხბურთელად, რომლის ტალღაზეც ყველას წარმოდგენა აქვს; ხოლო ვინც მას მოედნის მიღმა იცნობდა, უმაღლეს შეფასებას მისცემს იმის გამო, თუ როგორი გულწრფელი ადამიანი იყო. ის არის ვარსკვლავი, რომელიც არასდროს ჩაქრება", - ამბობს ბარი სმიტი.

გიორგი ნემსაძემ 2000-დან 2004 წლამდე დანდის შემადგენლობაში ითამაშა და 91 მატჩში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოაერხა.

სხვა სტატიები