ვარაზდატ ლალაიანი: ,,ლაშა ტალახაძეზე მხოლოდ პატივისცემით უნდა ვილაპარაკოთ''
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ძალოსნობაში ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა, ვარაზდატ ლალაიანმა, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა:
,,ლაშა ტალახაძეზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ის ლეგენდაა!
მასზე მხოლოდ პატივისცემით უნდა ვილაპარაკოთ...'' - ვარაზდატ ლალაიანი
პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ორჭიდში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
რაც შეეხება ვარაზდატ ლალაიანს, 25 წლის სპორტსმენმა ჯამში 467 კგ-ის აწევა შეძლო, რითაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანი (461კგ) გავიდა.