Belive

ვალენსიამ ლა ლიგა გამარჯვებით გახსნა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა სევილიასთან მატჩში?

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2023/24 წლების სეზონის ესპანეთის ლა ლიგის გათამაშება საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კლუბის, "ვალენსიას" მატჩით გაიხსნა, რომელმაც სტუმრად, ანდალუსიაში, "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა და - 2:1 იმარჯვა.

სეზონის 3 ქულით დაწყებაში "ვალენსიას" ტრადიციულად, სრული მატჩის განმავლობაში დაეხმარა 22 წლის ქართველი მეკარე, რომელმაც მთლიანობაში 6.8 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა.

რაც შეეხება მის დეტალურ სტატისტიკას, ქართველ გოლკიპერს სხვადასხვა კომპონენტში ასეთი შედეგები ჰქონდა:

ნათამაშები დრო: 90 წუთი

მოგერიება: 2

მოგერიებული პოტენციური გოლების რაოდენობა: 0.14

გამოსვლა: 1

საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთის მოგერიება: 1

ბურთთან შეხება: 26

პასის სიზუსტე: 7/17

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 1/1

გიორგი მამარდაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას მეორე ტურში, საშინაო კედლებში, 18 აგვისტოს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ მეკარეს, მამარდაშვილის "ღამურების" შემადგენლობიდან წასვლის შესახებ ევროპულ მედიაში საუბარი კვლავ არ წყდება და მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს, მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" მის გვარს აქტიურად უკავშირებენ.

სხვა სტატიები