Belive

"ვალენსია მზად არის, მამარდაშვილის ტრანსფერი გარდაუვლად ჩანს" - ევროპული მედია

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული საფეხბურთო მედია პლატფორმა 90min.com, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სიახლეს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე "ვალენსიადან" ახალ გუნდში მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აუცილებლად გადავა.

"პრემიერ ლიგიდან ახალი შეთავაზება მოვიდა, რომელიც თითქმის უკვე შეთანხმებულია და "ვალენსიას" ამ ტრანსფერის იმედი აქვს. გუნდი აღიარებს, რომ მისი ტრანსფერი ამ ზაფხულში გარდაუვალია.

უახლოეს ამხანაგურ მატჩებში მამარდაშვილის თამაშს არ უნდა ველოდოთ, გუნდი მას თავისუფალ დროს მისცემს, რათა სატრანსფერო საკითხები მოაგვაროს. თავად ფეხბურთელიც მიიჩნევს, რომ ახლა გუნდის შეცვლისთვის შესაფერისი დროა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერი დიდი ალბათობით შედგება, რაც ქართველი მეკარის მომავალს უკეთესობისაკენ წარმართავს", - წერს 90min.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, საქართველოს ნაკრების 23 წლის კარის დარაჯის დამატება პრემიერ ლიგის გრანდებს, მათ შორის "ლივერპულს" სურს.

სხვა სტატიები