Belive

ვაკო ყაზაიშვილს ულსანის გულშემატკივარმა მადლობა გადაუხადა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

30 წლის ქართველ ფეხბურთელს ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც უდიდესი ალბათობით, უახლოეს პერიოდში "ულსან ჰიუნდაის" დატოვებს, სამხრეთ კორეული გუნდის გულშემატკივარმა მადლობა გადაუხადა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, სამხრეთ კორეის გასული ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა იაპონურ "კავასაკი ფრონტალესთან" საშინაო კედლებში ფრე - 2:2 ითამაშა. მატჩის დროს, გულშემატკივარმა ტრიბუნებზე სპეციალურად ვაკო ყაზაიშვილისთვის დამზადებული ბანერი გადმოფინა, რომელზეც წარწერა ქართულ ენაზე იყო შესრულებული - "ვაკო, გმადლობთ".

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა. მისმა გუნდმა I ჯგუფში 10 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში გასვლასთან ახლოსაა.

არსებობს ვარაუდი, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას აზიის სხვა წარმატებულ გუნდში გააგრძელებს.

სხვა სტატიები