გერმანიიდან ავსტრიაში: პარკაძის დამატება ზალცბურგულ გუნდს სურს
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე, შესაძლებელია ავსტრიაში დაბრუნდეს.
ავსტრიული მედიის, კონკრეტულად კი ერთ-ერთი საუკეთესო laola1-ის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე აუსტრია ზალცბურგს სურს.
გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს, რის გამოც შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ქართველი ტალანტის დამატებას გეგმავს.
გუნდის სპორტული დირექტორი, როლანდ კირხნერი ამბობს, რომ ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს, მაგრამ შემადგენლობის გაძლიერება სურს.
ლუკა პარკაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, 2023 წლის ზაფხულში კი ის მიუნხენის ბაიერნმა შეიძინა და მას შემდეგ ავსტრიულ ადმირასა და გერმანულ ალტგლინიკეში გაანათხოვრა.
აუსტრია ზალცბურგი ახალი სეზონიდან ამ ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში მიიღებს მონაწილეობას.