Belive

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია!

18 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში), საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი დაიმსახურა - ბრინჯაოს მედალი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ 1/8-ფინალში სომეხი ნორაირ ახოიანი დაამარცხა (2:1), ხოლო მეოთხედფინალში რუს ემინ სეფერშაევს სძლია (6:2). ლოლუას ნახევარფინალში 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი შეხვდა, რომელთანაც (1:5) დამარცხდა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლ მუნხ ერენდეს ძალიან მარტივად (10:0) მოუგო. ლოლუა ამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით შეხვდა - ტიტული ვერ შეინარჩუნა, თუმცა მედალი მაინც მიიღო.

72 კგ წონით კატეგორიაში იური ლომინაძე ნახევარფინალში იჭიდავებს. ლომინაძემ გამოსვლა ეგვიპტელ მოჰამედ ხალილთან (9:0) გამარჯვებით დაიწყო, ნახევარფინალში კი ალმატბეკ ამანბეკთან (ყაზახი) მოგებით გავიდა.

სხვა სტატიები