ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა), ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ასტანაში გამართული ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ოთხივე წონაში ჰყავდა წარმომადგენელი: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ).
ყველაზე შორს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ლოლუა გავიდა: ქართველმა მოჭიდავემ 1/8-ფინალში სომეხი ნორაირ ახოიანი დაამარცხა (2:1), ხოლო მეოთხედფინალში რუს ემინ სეფერშაევს სძლია (6:2). ლოლუას ნახევარფინალში 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი შეხვდა, რომელთანაც (1:5) დამარცხდა.
ვახტანგ ლოლუა ბრინჯაოსთვის სეხვედრას 25 ოქტომბერს ჩაატარებს.