Belive

უოტფორდის მწვრთნელი: "იმედი გვაქვს, საბა ბრისტოლთან მატჩში ითამაშებს"

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უოტფორდის მთავარი მწვრთნელი, ედუარდ სტილი, თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ საუბრობს.

"წინა მატჩისთვის საბა გოგლიჩიძე ჯანმრთელობის მხრივ, სათამაშოდ საკმარისად მზად არ გახლდათ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ტურში, ბრისტოლ სიტის პირისპირ მატჩისთვის ჯანმრთელად იქნება და თამაშს შეძლებს", - ამბობს ედუარდ სტილი.

საბა გოგლიჩიძე უდინეზედან უოტფორდში ზაფხულამდე მოქმედი იჯარის წესით გადაბარგდა და უკვე სამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მოახერხა.

უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიფში 34 მატჩის შემდეგ 48 ქულას ფლობს და მე-12 ადგილს იკავებს. ბრისტოლ სიტისთან შეხვედრა 27 თებერვალსაა დაგეგმილი.

სხვა სტატიები