უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ამ კომპონენტს თუ გააუმჯობესებს, უსაზღვრო რესურსი ექნება"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის შემტევ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.
"გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია სხვადასხვა კომპონენტში: ბურთის მიღება, ტარება, პოზიციონირების უნარი.
პირადად ჩემი და სტაფის ამოცანაა, რომ ვიმუშაოთ გიორგისთან. თუკი გოლებისა და საგოლე გადაცემების კომპონენტს ორნიშნულიან მაჩვენებლამდე გაზრდის, მაშინ ჩვენ განსაკუთრებულ ფეხბურთელს მივიღებთ. ეს მისი თამაშის ის კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც სჭირდება.
თუ საჯარიმოში და მის მისადგომებთან თამაშის ხარისხს უფრო მეტად გააუმჯობესებს, მაშინ გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლებლობები უსაზღვრო გახდება", - ამბობს ტომ კლევერლი.
გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 19 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს და ლიდერ "სანდერლენდს" 9 ქულით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი გუნდს 2 ნოემბერს, "შეფილდ ვედნსდეისთან" სტუმრად ელოდება.
25 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 1 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია.