უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე მთელი კვირაა ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომ ქლევერლი, თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს.
"გიორგი ჩაკვეტაძეს კუნთზე სპაზმი ჰქონდა, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა. ის ბრწყინვალე ფორმაშია", - ამბობს ტომ ქლევერლი.
"უოტფორდი" 34 ტურის შემდეგ დაგროვებული 48 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, "სტოკ სიტისთან" შეხვედრა კი მარტის საწყის დღეს გაიმართება.
გიორგი ჩაკვეტაძემ 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.