უნგრეთის მასტერსი | საქართველოს ნაკრები სუპერშემადგენლობით იასპარეზებს
4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - უნგრეთის მასტერსს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები სუპერშემადგენლობით იასპარეზებს.
belive საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს - ლაშა გუჯეჯიანს დაუკავშირდა, რომელმაც უნგრეთის მასტერსის შემადგენლობა დაგვისახელა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთის მასტერსზე
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია უნგრეთის მასტერსზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ თუ არა ქალი ძიუდოისტები.