Belive

"უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროთასების ზონაში ყოფნა" - გიორგი მიქაუტაძე

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "მონპელიე" 1:4 დაამარცხა. მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა.

მატჩის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

პირველი ტაიმი საკმაოდ რთული იყო, მეორე ტაიმში სხვა სურვილით დავბრუნდით და ნახევარსაათში 3 გოლის გატანა მოვახერხეთ. დღეს უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროთასების ზონაში ყოფნა. პირველი ტაიმის შემდეგ როდესაც გასახდელში დავბრუნდით, მწვრთნელმა გვითხრა, რომ უფრო მეტი მონდომებით და გულით უნდა გვეთამაშა, ეს გავაკეთეთ, ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

მწვრთნელთან ბევრი ვისაუბრე თუ როგორ უნდა მეთამაშა, საბოლოოდ მისმა საუბარმა შედეგი გამოიღო და გოლი გავიტანე, შემდეგში ვნახოთ თუ რა იქნება გასაუმჯობესებელი.

ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ, მათაც კი, ვინც სათადარიგო სკამზე არიან, შეუძლიათ გამოვიდნენ და გოლები გაიტანონ, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს.

ამ გამარჯვების შემდეგ გადავერთვებით და კვლავ დავიწყებთ კონცენტრირებას მომდევნო მატჩისთვის, რომელსაც "პსჟ"-ს წინააღმდეგ გავმართავთ. - გიორგი მიქაუტაძე

"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 36 ქულით მე-5 ადგილზეა (10 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 თებერვალს 23:45 საათზე, "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები