Belive

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "ოქტომბერში, სექტემბერში რთულად დაწყებული საქმის გამოსწორება შეგვიძლია"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჰეი რებროვმა, საქართველოსა და ჩეხეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

"საქმეს ვუბრუნდებით. სასიხარულოა, როცა ნაკრების შემადგენლობაში ყველას ვხედავ.

წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელიც სექტემბერში რთულად დაწყებული უეფას ერთა ლიგის უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გვაძლევს", - წერს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრები უკრაინას უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები