'დაშვება მხოლოდ 4000 ადგილზე არ იქნება' - საქართველო სომხეთს დინამო არენაზე მიიღებს
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ საქართველო სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 23 მარტს გაიმართება და ის საპასუხო შეხვედრა იქნება ერევანში გამართული 20 მარტის თამაშის შემდეგ. ნაკრებები ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან.
დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას. - აცხადებს დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი)