UFC-ის მებრძოლებმა მერაბ დვალიშვილის შანსებზე ისაუბრეს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
3 წთ
"მერაბმა ალდოს პარტერში გადაყვანა და თავისი ჭიდაობის გამოყენება რომ შეძლოს, მის მხარეს გადავიხრებოდი, მაგრამ ალდო თეიქდაუნების წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესოა. არჩევნის გაკეთება რთულია, მაგრამ ალბათ ალდო გაიმარჯვებს." - ჯოშ ემეტიშეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ალდოს ბოლო სამ შეხვედრაში გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან მარლონ ვერა, პედრო მუნიოსი და რობ ფონტი დაამარცხა. სამივე შეხვედრა ჟოზემ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. რაც შეეხება მერაბს, მას ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა, ოქტაგონზე თითქმის ერთი წელია არ უბრძოლია.
"ჩემი ხმა მერაბს. მას გამორჩეული ტემპი აქვს, რომელთანაც გამკვალება საკმაოდ რთულია." - ადრიან იანსენი
"ამ ბრძოლაში ალდოს გამარჯვებას ვვარაუდობ. მერაბი ძალიან კარგია იმაში, რასაც აკეთებს, მაგრამ წარსულს თუ გადახვედავთ, გაგვიჭირდება ვიპოვოთ მებრძოლი, რომელიც თეიქდაუნისგან თავს ალდოზე უკეთ იცავს. ჟოზე სტრაიკინგში მერაბზე ერთი თავით მაღლა დგას." - ჯეკ შორი
"ძალიან რთულია ივარაუდო თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. იმედი მაქვს, მერაბი მოიგებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ალდო თეიქდაუნებისგან თავს საკმაოდ კარგად იცავს. ალბათ ბრაზილიელი მოიგებს. მერაბისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, ის ზომბივითაა. შეიძლება ნოკაუტში ჩააგდო, მაგრამ არ ჩერდება და ბრძოლას მაინც აგრძელებს. იმედი მაქვს დვალიშვილი მოიგებს, მაგრამ ფსონს ალდოზე ჩამოვალ." - კოდი სტამანი
"არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია. ალდო შესანიშნავია, მაგრამ მერაბი თავის ბოლო ბრძოლებში ძალიან კარგად გამოიყურება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული , შეძლებს თუ არა ალდო დისტანციის შენარჩუნებას და მეტოქისთვის მტკივნეული დარტყმების განხორციელებას. ჟოზე უკვე ასაკშია, ამიტომ ფსონს მერაბზე ჩამოვალ." - კაილ ნელსონი