U23 ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს | შემადგენლობა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
28-29 ოქტომბერს, ბოსნია&ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს.
13 სპორტსმენიდან 9 მამაკაცია, 4 კი ქალი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრავმის შემდეგ ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი და საბა ინანეიშვილი ბრუნდებიან, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბაქოს გრანდ სლემზეც იასპარეზებენ.
შემადგენლობა
-73 კგ: მიხეილ ბახბახიშვილი, გიორგი ჩიხელიძე
-81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ: ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ: შალვა გურეშიძე, საბა ინანეიშვილი
-57 კგ: ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
-70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი