Belive

U20 | მსოფლიო ჩემპიონატისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა იტალიაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 30 მოთამაშე შეარჩია.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა:

შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრო დვალი (პერპინიანი), გიორგი არძენაძე (ბათუმი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა ნარსია (აია);

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე (ლელო), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), სანდრო მესხიძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), საბა შარვაშიძე (აია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ კომენტარი გააკეთა:

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზადება უკვე დასრულდა და მივფრინავთ იტალიაში, სადაც ცოტას დავისვენებთ და საერთო ვარჯიში გვექნება ავსტრალიასთან. ფიზიკური მომზადების მხრივ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვართ. რა თქმა უნდა არიან მოთამაშეები, რომლებიც გვიან შემოგვიერთდნენ, თუმცა ისინი საფრანგეთში თამაშობენ და კარგ ფორმაში არიან. ახლა მთავარია რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ ოპტიმალურ ფორმაში. როდესაც ფიზიკურად დიდხანს ვარჯიშობ და გინდა ეს მოედანზე გადაიტანო, ამისათვის საჭიროა თამაშები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ინგლისთან თამაში ძალიან საჭირო და მაგარი გაკვეთილი იყო ჩვენთვის. - ლადო კილასონია - 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

გუნდი იტალიისკენ გეზს 23 ივნისს აიღებს, 26-ში ავსტრალიასთან ერთობლივი ვარჯიში ექნება, ტურნირი 29 ივნისს იწყება 19 ივლისს კი მთავრდება. თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება, 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება, 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

საქართველოს რაგბის ფედერაცია

სხვა სტატიები