Belive

U 23 | ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი იჭიდავებს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა - ფინალის საგზური დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) მოიპოვეს.

დიეგო ჩხიკვაძის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში ყირგიზი რაზაკ ბეიშეკეევი იქნება, გიორგი ჩხიკვაძე კი სომეხ შანტ ხაჩატრიანს დაუპირსპირდება. ფინალები ხვალ გაიმართება და 20:00 საათიდან დაიწყება.

ხვალვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ფრიდონ აბულაძე (60 კგ).

სხვა სტატიები