Belive

დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალს დაეუფლა დიეგო ჩხიკვაძე, რომელიც ფინალში რაზაკ ბეიშეკეევთან (ყირგიზეთი) დამარცხდა.

ჩხიკვაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფრანგ, მოლდოველ, სომეხ და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მეტოქეებთან იმარჯვა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფრიდონ აბულაძემ (60კგ), რომელმაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ინდოელ მეტოქეს აჯობა.

დღეს საქართველოს ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ისევ აქვს - 72 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი ჩხიკვაძე იასპარეზებს.

სხვა სტატიები