Belive

"შეთანხმება მიღწეულია" - ბერძნულ მედიაში ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერზე საუბრობენ

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბერძნული მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა "პაოკთან" შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშებს.

საბერძნეთის 4-გზის ჩემპიონის ინტერესის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, ახლა კი ბერძნული მედია წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის დასამატებლად მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმებაც მიღწეულია.

"ქართველ მეკარეს კონტრაქტი გუნდთან შემდეგ სეზონამდე აკავშირებს, შესაბამისად, "პაოკმა" "პანსერაიკოსს" სარფიანი წინადადება უნდა შესთავაზოს", - წერენ საბერძნეთში.

ლუკა გუგეშაშვილს ამ სეზონში, 23 მატჩში 4-ჯერ კარი მშრალად აქვს შენახული, ასევე 25 წლის მეკარე 94 მოგერიებით ჩემპიონატში მეორეა.

სხვა სტატიები