Belive

ტურინული მედია: "საზონოვი ფიზიკურად ძლიერი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ფეხბურთელია - მის დებიუტს ვერონასთან უნდა ველოდოთ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ტორინოში" საბა საზონოვის პრეზენტაციას იტალიურ მედიაში საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი ფეხბურთელის შესახებ ტურინულმა მედია საშუალება torinogranata.it-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ცენტრალური მცველის დადებით თვისებებს გაუსვა ხაზი.

"საბა საზონოვი თავდაჯერებული ბიჭია, თანაც ისე, რომ სითავხედის ზღვარს არ კვეთს. ის საკუთარ თავს გარეგნობითაც კარგად წარმოაჩენს. მას პერაგნი და კლასიკური პიჯაკი აცვია; ატარებს იდეალურად მოვლილ თმას და წვერს; არის მომღიმარი, თავაზიანი და მეგობრული. პირველ რიგში, მას სურს სწავლა და ეს სურვილი მტკიცედ ჩანს. გამართულად, რაიმე აქცენტების გარეშე ფლობს ინგლისურ ენას და უკვე სწავლობს იტალიურს.

შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ის სტანდარტულ ფრაზებს არ იყენებს, როგორც ამას ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები ხშირად აკეთებენ, საზონოვი კი 22 წლის 1 თებერვალს ხდება. საბა საზონოვმა პრეზენტაციაზე მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ფიზიკურად ძალიან კარგია, რაც მცველისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასევე არის ჭკვიანი და საერთოდ არ ეშინია ახალ გარემოში და ახალ რეალობაში აღმოჩენის. ასევე, მას არ ეშინია იმის, რომ დიდ თავდამსხმელებს შეხვდეს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ტურინსა და იტალიის ჩემპიონატში თავისი ადგილი მოიპოვოს.

ჯერჯერობით, ჩვენ საზონოვის ხილვა ვერ მოვახერხეთ, რადგან ვარჯიშები დახურულ კარს მიღმა ტარდება, მატჩებში კი მონაწილეობა არ მიუღია.

რა თქმა უნდა, საბას ბევრი აქვს სასწავლი, თავადაც აღიარა, რომ დიდი განსხვავებაა მოსკოვის "დინამოსთან". მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ შეუძლია ცენტრალური ან მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაუყოვნებლივ ითამაშოს, მხოლოდ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა იცის, თუ როდის შეძლებს თამაშს. უფრო მეტიც, საინტერესოა, თუ რომელ პოზიციაზე განიხილავს მას მთავარი მწვრთნელი, რადგანაც კონკურენცია საკმაოდ დიდია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგ მატჩებში, "რომასა" და "ლაციოს" წინააღმდეგ ამის შესაძლებლობა მოგეცეს, მაგრამ 2 ოქტომბერს, "ვერონასთან" საშინაო მატჩი საზონოვის დებიუტისთვის კარგი დროა", - წერს torinogranata.it-ი.

"ტორინოს" იტალიის სერია A-ში 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება მომდევნო ტურის მატჩს, ტურინელები "რომას" 24 სექტემბერს უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები