წლის პირველი შეჯიბრი - პორტუგალიაში 6 ძიუდოისტით | შემადგენლობა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს 2023 წლის პირველი შეჯიბრი პორტუგალიაში, 27-29 იანვარს გაიმართება. პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენის იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა, პორტუგალიაში გასამართი შეჯიბრისთვის, ეროვნულ ნაკრებში 2 დებიუტანს უხმო.
-60 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება 20 წლის ნიკა ხუზაურაშვილს, ხოლო -100 კგ წონით კატეგორიაში 2022 წლის საქართველოს ჩემპიონს - ერეკლე ბაზიერიშვილს მიეცა შანსი.
შემადგენლობა
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი
73 კგ: გიორგი ჩიხელიძე
100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100 კგ: საბა ინანეიშვილი.