სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალშია
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
სანდრო ბაზაძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე ეგვიპტელ მოჰამედ ამერს დაუპირისპირდა და 15:11 გაიმარჯვა.
სანდრო ბაზაძე 1/4-ფინალში ასევე ეგვიპტელ, ზიად ელსისს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გადასასვლელი დაპირისპირებები 16:10 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია