ტრაბზონსპორმა მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა
ტრაბზონსპორმა ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.
თურქულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 34 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სალაჰი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც დასრულდა მისი კონტრაქტი ლივერპულთან, კლუბთან, რომლის ღირსებასაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა და რომელთან ერთადაც არაერთი პრესტიჟული ტიტული მოიგო.
ტრაბზონსპორისთვის ეგვიპტელის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა გახლდათ.
შეთანხმების თანახმად, სალაჰი თითოეულ სეზონში 23 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე საზღვარგარეთ მისი სახელით ტრაბზონსპორის მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100%-ს, ხოლო ქვეყნის შიგნით მსგავსი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული მოგების 25%-ს.
ლივერპულიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსულმა სალაჰმა მერსისაიდულ გუნდში ყოფნის პერიოდში ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.