თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ქართველი ცენტრალური მცველი, თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
აღნიშნული გუნდი ჩემპიონატის სიახლეების გამშუქებელმა გვერდმა VOYO-მ შეადგინა და მასში ადგილი 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც მოიპოვა.
თორნიკე ძოწენიძემ "ზემპლინ მიჰალოვცეს" შემადგენლობაში გათამაშებაში მეორე ადგილზე მყოფ "ჟილინასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში (1:1) სრულად ითამაშა და თავისი გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება (7.4) დაიმსახურა.
თორნიკე ძოწენიძე "მიჰალოვცეში" 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს გორის "დილადან" გადავიდა და სლოვაკეთის ჩემპიონატში უკვე მესამე მატჩი ჩაატარა. მის გუნდს 21 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს დაგროვებული და მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს გუნდი იური ტაბატაძის, გიორგი ჯინჯოლავასა და ლევან ნონიკაშვილის "ზლატე-მომრავცე ვრაბლესთან" 2 მარტს გამართავს.