Belive

ტორინოს მწვრთნელი: "საზონოვი მომწონს, მას სწავლის ძლიერი სურვილი აქვს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საქართველოს ნაკრებისა და გუნდის ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა.

"ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს. საბა საზონოვს სწავლისა და განვითარების ძლიერი სურვილი აქვს. ის ოდნავ ჩამორჩება ჩვენს სათამაშო კონცეფციას. კონკრეტულად, იმ რამდენიმე მოთხოვნას, რომელიც მცველებთან მიმართებაში მაქვს. თუმცა, "ლაციოსთან" ის ძალიან კარგად შემოვიდა მოედანზე, "ინტერთან" კი უფრო დაღლილი იყო", - თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

საბა საზონოვმა იტალიის სერია A-ში, ტურინული გუნდის მაისურით უკვე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ტრავმა რამდენიმე დღის წინ მოიშუშა და მოედანს "ინტერთან" 40 წუთის თამაშით დაუბრუნდა.

სხვა სტატიები